Friday, December 18, 2009

ტყე

პროექტის სახელი:ტყე
პროექტის მოკლე აღწერა :მოზარდმა გაათვითცნობიეროს ტყის დანიშნულება, სარგებლობა და ადამიანის უმთავრესი როლი ბუნების დაცვაში.
პროექტის სრული აღწერა:ჩვენს დროში, როდესაც ადამიანის დაუდევრობით დაუნდობლად იჩეხება ტყის მასივები, ხდება უამრავი სტიქიური უბედურებები:წყალდიდობები, მეწყერი, ცხოველებისა და ფრინველების სახეობების მოსპობა ,ჰაერის დაბინძურება. . . .მეტად აქტუალური ხდება ბუნების დაცვა. ამიტომაც გადავწყვიტეთ მოსწავლეებს ჯგუფებში სხვადასხვა კუთხით გაეშუქებინათ არჩეული თემა.

1 ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას, თუ როგორი სახის ტყეები გვხვდება . ცხოველებისა და ფრინველების რა სახეობები ბინადრობენ საქართველოს ტყეებში.

2 ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას, თუ ტყის გაჩეხვას რა შედეგი მოჰყვება .რა ზიანი მიადგება გარემოს ჩვენი დაუფიქრებელი მოქმედებით.

3. ჯგუფი ადამიანის მიერ ტყის გამოყენებაზე მოიძიებს ინფორმაციას.

მოძიებულ ინფორმაციას მოსწავლეები წარმოადგენენ სკოლაში საპრეზენტაციო სლაიდების სახით, ასევე პლაკატების სახით. მოწვეულ მასწავლებლებთან, სტუმრებთან გარემოს დაცვის სამინისტროდან წარმომადგენელის თანდასწრებით.

დაგეგმავენ გაზაფხულზე მონაწილეობა მიიღონ სკოლის ბაღის და მომდებარე ტერიტორიის გამწვანებაში.

მონაწილეთა ასაკი/კლასები:10-11 წელი/4-5 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წელი თებერვალი-მარტი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით ჯგუფებში, შემდეგ კი, პრეზენტაციის მოწყობა, გაზეთის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: გაზეთი, ვიდეო მასალა, ბლოგი შექმნილი მასალის მიხედვით, .
სარგებელი სხვებისთვის: ამ თემით დაინტერესება სასურველია და ეფექტურია ბავშვობის ასაკიდანვე, ჩვენს თანატოლებს გავუღვივებთ სურვილს გაუფრთხილდნენ გარემოს, გაიაზრონ ის საფრთხეები რაც შეიძლება მოჰყვეს ტყის მასივების გაჩეხვას, შეიტანონ წვლილი გარემოს დაცვაში.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ბუნ:4.10. მოსწაცლე აღწერს გარემოში ბუნებრივი მოვლენებითგამოწვეულ ცვლილებებს.

10.1. ჩამოთვლის მისთვის ნაცნობ სტიქიურ მოვლენებს. გამოთქვამს ვარაუდს შესაძლო ზიანის შესახებ.

10.2. აგროვებს ინფორმაციას იმ ბუნებრივი ობიექტების შესახებ, რომლებიც დამცავ ფუნქციას ასრულებენ.

10.3. ასახელებს იმ ფაქტორებს, რომლებიც იწვევს დედამიწის ზედაპირის ცვლილებას.

კავშირი:ქართული -სხვადასხვა საშუალებებით ინტერნეტი, ბიბლიოთეკა. . . სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება, მსჯელობის უნარის განვითარება, პრეზენტაციაში მონაწილეობა.
ხელოვნება - წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა, მონაწილეობა ნახატების გამოფენა.

საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების განთავსება.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: rusudannadareishvili2.blogspot.com /16 sk/
პროექტის ფასილიტატორის სახელი:გოგიჩაიშვილი ნანა
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: gogichaishvil@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: